გახსენით მობილურ აპლიკაციაში
ჩვენთან ომი 23 ნოემბერს დაიწყო, 1989 წელს. აქ მიტინგის ჩატარება უნდოდათ, სოფლებში იმდენი ხალხი ჩამოვიდა, ბევრი იყო სვანეთიდან. მე მაშინ ქურთაში ვიყავი.
ქალაქში დაიწყო შეიარაღებული შეტაკებები. იყო მკვლელობები. ცხინვალში კომენდანტის საათი გამოაცხადეს. მაგრამ ეს კომენდანტის საათი მარტო ქალაქში მოქმედებდა.
არეულობა რომ დაიწყო, დეიდაჩემი ადგა, შვილიშვილები, პატარები ყველანი წაიყვანა და ვლადიკავკაზში გაიქცა.
ეხლა გული მიწუხდება ხოლმე ჩემი ქმარი რო მოჰყვება, ვუყვირი, იმ დროს ნუ მახსენებ-მეთქი. რად მინდა.
ომი რომ დაიწყო, პირველად 5 აგვისტოს გავაცნობიერე. მეგობართან, ეზოში ვიდექით.
რამდენჯერმე გამოგვიყვანეს, ვითომ სადღაც მივყავდით. მე სულ ვფიქრობდი, ალბათ სიკვდილით გვსჯიან-მეთქი.
ჩვენ არავის ვერჩით, ოსებთან დავიბადეთ, ოსებთან გავიზარდეთო, ვამბობდით და მართალიც იყო, მანამდე ძაან კარგად ვიყავით ერთმანეთთან.
დილას, 8 აგვისტოს, მთელი ღამის სროლის მერე, მეზობლებთან გავიქეცი, რომ მენახა როგორ არიან.
ომს აღარ ვიხსენებთ ხოლმე. ჯერ ყველას ყველაფერი კარგად ახსოვს
ეხლა ვიგონებთ და ვართ. შენ რომ იყო, არ მოიგონებდი? არ იფიქრებდი ასე იყო, ისე იყო, არ მოგენატრებოდა?
გარშემო სულ იწვოდა სახლები, კინოში რომ გინახავს ისე, შენ კიდე ზიხარ და არაფერი შეგიძლია, მარტო უყურებ.
ჩემი მშობლები 8 აგვისტოს წამოსულან სოფლიდან. ნახევარი გზა ფეხით უვლიათ.
სულ: შედეგი
შედეგი არ მოიძებნა, სცადეთ თავიდან
ელ.ფოსტა ან პაროლი არასწორია
გთხოვთ ჩაწეროთ დადასტურების კოდი, რომელიც გამოიგზავნა თქვენს ელ-პოსტის მისამართზე :
უკაცრავად დაფიქსირდა შეცდომა
კოდი გაიგზავნა წარმატებით. გთხოვთ შეამოწმოთ "სპამ" ფოლდერი.
დარჩენილი რაოდენობა: