ფონდები
.
პერიოდი: 1.05.2022-31.12.2022 | ბიუჯეტი: 7840 EUR პროექტის მიზანია არასრულწლოვნებს მისცეს პლატფორმა საკუთარი სათქმელის გასავრცელებლად. ამისთვის ინდიგო GCRT-სთან თანამშრომლობით ამზადებს მედიამასალებს თინეიჯერების მონაწილეობით.
შვეიცარიის საელჩო საქართველოში
პერიოდი - 2022-2024 | ბიუჯეტი: USD 76 717 პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში არსებული კონფლიქტების შესახებ არსებული ნაციონალისტური, რადიკალური ნარატივების ცვლილებას. ამისთვის ინდიგო ცდილობს ფაქტებზე, ანალიზზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც ორივე მხარის პერსპექტივებს შეიცავს. ამასთან მკვლევრებთან და ისტორიკოსებთან ერთად განიხილავს კონფლიქტის ტრანსფორმაციისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებს, ცდილობს განსხვავებული დისკურსების შემოტანას საინფორმაციო სივრცეში
Deutsche Welle
პერიოდი: 1.07.2022 - 31.12.2022 | ბიუჯეტი 20,000 EUR
პროექტის ფარგლებში იქმნება სხვადასხვა ფორმატის მედიამასალები, რომლებიც კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მაგალითს ქმნის.
ევროპის ფონდი
პერიოდი: 2020-2022|
ბიუჯეტი: 127.063 ლარი |
პროექტის მთავარი ამოცანაა ბოლნისის მუნიციპალიტეტში კულტურული სივრცეების მართვის მდგრადი მოდელის ჩამოყალიბება და ამ პროცესში ადგილობრივთა ჩართვა, ადგილობრივი კინოთეატრის ამოქმედება. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში შეიქმნება ვიდეომასალები და ინტერაქტიული რუკა საქართველოში არსებული უფუნქციოდ დარჩენილი კინოთეატრების შესახებ.
COBERM
[დასრულებული] პერიოდი: 15.07.2022-15.09.2022 | ბიუჯეტი 24,975 USD
პროექტი მიზნად ისახავს ქართულ-ოსური კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობას. ამისთვის ჩატარდა 8 ვორქშოფი საქართველოს მიერ კონტროლირებად რეგიონებსა და ცხინვალში. გარდა ამისა, გამოიცა წიგნი, რომელიც თბილისსა და ცხინვალში ქუჩის წარწერებს ასახავს, რაც მეტაფორაა ამ ორ ქალაქს შორის დიალოგის








