გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

არტარეა ფესტივალი

არტარეას პროექტმა „თბილისური ეზოები“ 2018 წლის ზაფხულში „არტარეა ფესტივალის“ სახელით საქართველოს რეგიონებში გადაინაცვლა. 

6 ღონისძიება – 6 სხვადასხვა რეგიონში დაიგეგმა. ფესტივალი ტარდება სწორედ იმ ქალაქებში თუ კურორტებზე, სადაც კულტურული ცხოვრება შედარებით მწირია. 

ფესტივალის კონცეფცია განსხვავებული ელემენტების ერთიანობის იდეას ეფუძნება – ძველი და ტრადიციული ხელოვნების გადააზრება თანამედროვე, ექსპერიმენტული მუსიკით ხდება, რაც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას და ტურისტებს შესაძლებლობას აძლევს, შეეხონ ძველ და ახალ, ღირებულ ქართულ ხელოვნებას.

საფესტივალო საღამოები უკვე გაიმართა:

რუსთავის პარკში (ქართული კინოკლასიკა და თანამედროვე მუსიკა – კოტე მიქაბერიძის ფილმის „ჩემი ბებია“ (1929 წ.) მუსიკალური პრემიერა. კომპოზიტორი / შემსრულებელი:  ნატალია ბერიძე – ნიკოლოზ მაჩაიძე);

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში (დღესაც თანამედროვე – ინოლა გურგულია. მონაწილეობდნენ: ინოლა გურგულიას შვილები – ია და დავით შუღლიაშვილები; თამარ თოლორდავა, თემურ მაისაშვილი და რეზო კიკნაძის კვინტეტი). 

შოვში (გოგი ძოძუაშვილის და რატი ამაღლობელის ერთობლივი პროექტი „წრე“);

არტარეა ფესტივალი ასევე გელით:

28 ივლისი – ბორჯომის პარკი
Kordz & Zagareli-Strings 
ალექსანდრე კორძაიას და გიორგი ცაგარელის კამერული სიმებიანი ორკესტრის ერთობლივი კონცერტი

11 აგვისტო – მესტია, სვანეთის მუზეუმი  
ქართული კინოკლასიკა და თანამედროვე მუსიკა 
მიხეილ კალატოზოვის ფილმის „ჯიმ შვანთე“ (1930) მუსიკალური პრემიერა.  
კომპოზიტორი / შემსრულებელი – გოგი ძოძუაშვილი 

22 სექტემბერი – თელავი, ნადიკვარის პარკი
ექსპერიმენტული მუსიკის და ფოლკის ინტერაქცია
პროექტი „სხვა კუთხით“
მონაწილეობენ: ბენ უილერი, ვაჟა მარი, TeTe Noise და კახეთის ადგილობრივი მუსიკოსები.



ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

პროექტი ხორციელდება Check In Georgia-ს ფარგლებში.

ფესტივალის სპონსორი – შოტლანდიური ვისკი „Grants“-ი და აიდიეს „ბორჯომი“
ფესტივალის მხარდამჭერი – თიბისი 
ფესტივალის მედია პარტნიორები – მარკეტერი, ინდიგო, At.ge, რადიო ქალაქი, რადიო კუბრიკი

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა