გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

XVIII საუკუნის მსოფლიო ატლასი სულხან-საბას განმარტებებით

ევროპიდან დაბრუნებულმა სულხან-საბა ორბელიანმა თან მუყაოს ორნამენტებიან ყდაში ჩასმული სქელტანიანი ატლასი ჩამოიტანა.

მის მიერ გზადაგზა შესრულებული წარწერები ალბათ გეოგრაფიული ტერმინოლოგიის ქართულად თარგმნის ერთ-ერთი პირველი მცდელობაა – ჯიბილტერის სრუტი, სპანიოლი, ფორტუგეზი, ბედნიერი არაბეთი...

1723 წელს გამოცემული კავკასიის და კასპიისპირეთის ქვეყნების რუკის შედგენაში სულხან-საბა ორბელიანის მიერ საფრანგეთში წაღებული ის კარტოგრაფიული მასალებია გამოყენებული, რომელთა საშუალებითაც ლუდოვიკო მეთოთხმეტისთვის საქართველო უნდა გაეცნო. ორბელიანი უკანა გზაზეც – ამჯერად – მსოფლიო რუკებით და ატლასებით დაიტვირთა, თუმცა იმის გამო, რომ გზაში რამდენჯერმე გაძარცვეს ჩვენამდე მხოლოდ მსოფლიო ატლასმა მოაღწია.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა